|
2026-10-04 19:43:47, 535 ნახვა
სამართალი
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა "ექსპრესნიუსს" დაუდასტურა. უწყების თქმით, გამოძიება სუიციდის ფაქტზე დაიწყო და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. პენიტენციური სამსახური აზუსტებს, რომ მსჯავრდადებული 2023 წლიდან იხდიდა სასჯელს და „სასჯელის დასრულების თარიღი 2028 წელი“ იყო პატიმრის ოჯახს კი სუიციდის ვერსიის არ სჯერა. გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიით, შესაძლოა პატიმარი "მოწამლეს", ასევე, ამბობს, რომ "დაზიანებებიც აქვს, მგონი". "პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. ამბობენ, თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდა, ლურსმანზე ყოფილა კაპრონის ძაფი და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს... არ ვიცი, ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი. თავს არ მოიკლავდა. სამწელიწადნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა?", - თქვა პატიმრის მამიდამ, ვალიდა გულედანმა.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)