19:43 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 11:08:21, 401 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მივმართავ ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ერთად ევროპისკენ, სხვა შემთხვევაში ყველას გვექნება პრობლემები

ჩვენი გზავნილი ოს და აფხაზ მოქალაქეებთან არის შემდეგი - ერთად ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მას შემდეგ იქნება, როდესაც აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ ევროპაში ინტეგრირება საქართველოსთან ერთად უკეთესია.

„ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მათი მოსახლეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც აფხაზი და ოსი ჩვენი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილება, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ ოდესმე წარმოედგინათ საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი ოს და აფხაზ მოქალაქეებთან არის შემდეგი - ერთად ევროპაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს და მეც. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო არის მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათ შთამომავლებისთვის, როგორც კულტურული იდენტობის შენარჩუნების, ისე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. მაშინ ყველაფერი მოხდება. მივმართავთ მათ - ერთად ევროპისკენ. სხვა შემთხვევაში პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics