09:18 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 18:21:28, 716 ნახვა

საზოგადოება
კონკურსი„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობისათვის“ კონკურსს ატარებს

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შორის საპილოტე კონკურსს ახორციელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. 93-მა აპლიკანტმა უკვე შეავსო განცხადების შესაბამისი ფორმა.

 მათივე ცნობით, კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.

 კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლინდებიან სხვადასხვა ტიპის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში საუკეთესო ამხანაგობები. თითოეული ჯგუფიდან კი გამოვლინდება მაქსიმუმ 20  გამარჯვებული.

  კონკურსის დასრულების შემდგომ გამარჯვებული ამხანაგობები დაჯილდოვდებიან გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე.

კონკურსის ჩატარების შესახებინფორმაცია, წერილობითი შეტყობინების ფორმით ეცნობათ გამგეობის ტერიტორიაზე მოქმედ  ყველა ამხანაგობის  თავმჯდომარეს, ასევე საინფორმაციო სტენდი განთავსდა  გამგეობის შენობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics