09:18 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 15:30:19, 602 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები ფილარმონიასთან უკვე შეიკრიბნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები ფილარმონიის შენობასთნ უკვე შეიკრიბნენ.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" რეპორტიორი ადგილიდან იუწყება.

მათი  ძირითადი მოთხოვნა, მთავრობის მიერ დაანონსებულ რეფორმებში მონაწილეობის მიღებაა.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, როდესაც საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე და მასში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ, უსამართლოა, უნივერსიტეტის თვითმმართველობამ აღნიშნულ რეფორმებში მონაწილეობა არ მიიღოს.

აქციას მსვლელობის სახე მიეცემა. თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან  მივლენ. აქციაში დაახლოებით,   100-მდე სტუდენტი მონაწილეობს.  მსვლელობას სხვა და სხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები შეუერთდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics