01:38 - 02 Aug, 2026
|
2016-04-26 13:48:35, 576 ნახვა
საზოგადოება
ვალეში მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მოსახლეობა ხელისუფლებას საავტომობილო გზის დაუყოვნებლივ შეკეთებას სთხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, დასახლებაში ერთდროულად რამდენიმე ქარხანა მუშაობს და იქედან წამოსული დატვირთული ავტომობილებისაგან გზაზე ძლიერი მტვერი დგება, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ისახება. როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში განაცხადეს, მუშავდება პროექტი და აღნიშნულ დასახლებაში საავტომობილო გზას უახლოეს მომავალში შეაკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)