|
2016-04-26 11:07:13, 560 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარდგა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის მონაწილეებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანის მოხსენება „დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია საქართველოში“ აერთიანებდა იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გატარდა; მათ შორის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის და სხვა. „ჩვენმა ქვეყანამ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებებმა საშუალება მისცა ქართველ ხალხს, ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიეღო. საქართველოს მთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ, რადგან პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ევროპულ გზაზე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ქართველი ხალხი, მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი ვართ ერთიანი იმაში, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულია და ინსტრუმენტები ამ არჩევანის რეალიზებისთვის სხვებს შორის ასოცირების შეთანხმებაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. უწყების ინფორმაციით, კომიტეტის ორდღიანი სხდომა რეზოლუციით დასრულდება. ასევე, კომიტეტი მიესალმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღებას, ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის განხორციელებას და დადებითად შეაფასა შრომის ახალი კოდექსის მიღება. როგორც ასოცირების კომიტეტმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, − ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)