|
2016-04-21 15:29:58, 502 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: შსს საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადავაქციეთ
"შსს საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადავაქციეთ, მივიღეთ პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, კანონი პოლიციის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს. "შსს გადავაქციეთ საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. შევქმენით და მივიღეთ ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს, სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მანვე ხელისუფლების მუშაობის დღის წესრიგზეც ისაუბრა, სადაც პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია: "ჩვენი დღის წესრიგი უპრეცედენტოდ ყოვლისმომცველია. პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნა, რეფორმის 4 პუნქტიანი დღის წესრიგის მიხედვით, ინვესტიციებისა და ბიზნესის შემდგომი ლიბერალიზაციისთვის. მეორე-ადამიანების ხელშეწყობა უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით, რათა მაქსიმალურად შემცირდეს შეუსაბამობა პროფესიების, სპეციალისტთა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. მესამე-ინკლუზიურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფის გზით ღია მმართველობის გაძლიერება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)