|
2016-04-21 12:17:27, 432 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ვახშამ-დებატებზე უმასპინძლეს
საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში-IFRI ვახშამ - დებატებზე უმასპინძლეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახშამ-დებატებს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტეირი დე მონბლიალი უძღვებოდა. დებატებში მონაწილეობდნენ საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოთი დაინტერესდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკური როლზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, საქართველო და საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორმა პრეზიდენტს გულახდილი და ამომწურავი პასუხებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)