|
2016-04-21 11:02:58, 585 ნახვა
პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს პირველი საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საშინაო საქმეების კომიტეტმა ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილოს, რაც საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას ითვალისწინებს, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. ქართული მხარე იმედოვნებს, ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარს დაუჭერს. ინფორმაციისთვის, არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში #539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)