|
2016-04-20 12:07:41, 531 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იმერეთს გუბერნატორის პირველი მაოდგილე პაატა ნადირაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის „ჯანელიძეების“ წევრებს შეხვდნენ და მათი სათბურები დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო ფართი 3 ჰა-ს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, დახურულ გრუნტში ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე ხდება. შპს „ჰერბიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, პროდუქციის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას ლარამდე შეადგინა. პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი ღია გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია. კოოპერაცია ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ჯანელიძეები“ არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარედეს წარმოება და საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. კოოპერატივი „ჯანელიძეები“ 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6 მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის წევრთა 25-მდე გაზრდა. კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროებს სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)