|
2016-04-20 09:41:08, 653 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ნონა გაფრინდაშვილის 75-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშების გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმრო „ინტურისტში" საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ გახსნა და აჭარის მთავრობას მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა აზმაიფარაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშებას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „მოხარული ვარ, რომ ბათუმში 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ქალბატონი იმყოფება, რომელთა შორის 4 ქართველია. მათგან კი ერთ-ერთი ჩვენი თანაქალაქელი ნინო ბაციაშვილია. მეამაყება, რომ სწორედ აჭარა მასპინძლობს შეჯიბრს, რომელიც ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს ეძღვნება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ და წარმატებები უსურვა ტურნირის მონაწილეებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ჩემპიონატის მნიშვნელობას ბათუმის პოპულარიზაციის კუთხით და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი გზავნილია 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდული საჭადრაკო ფორუმის, რომელიც ბათუმში უნდა გაიამრთოს. „გრან პრის" გათამაშებასთან ერთად ტურნირი ასევე ატარებს „ნონას თასის" ტიტულსაც. საჭადრაკო თამაშები ხვალიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება. მსგავსი ფორმატის ტურნირების ჩატარება კიდევ უფრო უწყობს ხელს ბათუმის საჭადრაკო ქალაქად ჩამოყალიბებას.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)