05:32 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 10:59:30, 639 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა" საუკეთესო სტატიის შესარჩევად  კონკურსს აცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

გამარჯვებული ნაშრომის ავტორი 20 მაისს გამოვლინდება. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.

საკონკურსო მასალების გაგზავნა შესაძლებელია სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში: ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge; მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10; ტელეფონი: 2261026.

სტატიის მომზადების პირობები: ფონტი: sylfaen; ფონტის ზომა: 11; გვერდების რაოდენობა: მაქსიმუმ 6.

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ: სტუდენტის ბარათის ასლი ტელეფონის ნომერი ელექტრონული ფოსტის მისამართი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics