|
2016-04-18 14:41:57, 558 ნახვა
საზოგადოება
თბილისში უძველესი ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
შალვა დადიანისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე კულტურული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შალვა დადიანის ქ. N34/17- სა და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა. მათივე ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ავტორი „საქართველოს icomos” კავშირი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა. „ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. შენობის აღდგენა მოხდება იმ სახით, როგორც ის არის ისტორიულად. ასევე თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. მათ შორის, გუდიაშვილის, ღვინის აღმართის სრულ რეაბილიტაციას და ახალი თბილისის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. აღნიშნულ მისამართებზე მდებარე შენობები, განსაკუთრებით, კი შალვა დადიანის N34/17 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებშია აგებული, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ შენობა ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, შენობა ისტორიის მიხედვით აღდგება და ძველ იერსახეს დაიბრუნებს. შალვა დადიანის ქ.N 34/17-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო პროექტი “საქართველოს icomos”-ის კავშირის ავტორობით შეიქმნა. შალვა დადიანის N34/17 და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები, ტენდერის დასრულებიდან 9 თვის ვადაში განხორციელდება.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)