04:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 22:00:22, 408 ნახვა

პოლიტიკა
გაბაშვილი: ხელისუფლება დაბნეულია და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი

"ხელისუფლება დაბნეულია და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გაბაშვილის თქმით, არასდროს არ ჰქონია ხელისუფლებას ასეთი დაბალი რეიტინგი.

"არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რიცხვში იქნება არჩევნები. მთავარია, მალე დასრულდეს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.  როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი რეიტინგის და კრახის ფონზე, რომ  არ არის საჭირო, ჩაერთოს ოფიციალური მექანიზმები საარჩევნო კამპანიაში და ასე გადაარჩინოს ხელისუფლება, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ გამოვა. არასდროს არ ჰქონია ხელისუფლებას ასეთი დაბალი რეიტინგი. ხელისუფლება არის დაბნეული და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი," - განაცხადა გაბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics