04:53 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 11:25:06, 682 ნახვა

საზოგადოება
„აუდიტორია 115"-ის წევრებმა თსუ-ის მე-6 კორპუსის კარი აჭედეს - სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსი დაიკავეს.

სასწავლო პროცესი ჩაშლილია და უნივერსიტეტში შესასვლელი კარი შიგნიდანაა აჭედილი. ამ დროისთვის, მე-6 კორპუსში მხოლოდ "აუდიტორია 115"-ის წევრები არიან, უნივერსიტეტის დაცვა კი, გარეთ იმყოფება. ადგილზე მობილიზებულინი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც განათლების სამინისტრომ ისინი მოატყუა. აუდიტორია 115 განათლების სისტემის რეფორმის დაწყებას ითხოვს.

"აუდიტორია 115"-ს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება, უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება და სასწავლებლებისთვის დაფინანსების გაზრდა. მოძრაობის წევრები ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics