18:51 - 22 Sep, 2026
|
2015-02-20 14:27:26, 899 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებმა სპექტაკლში „მოხუცი ბავშვები“ მიიღეს მონაწილეობა
ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მინი სპექტაკლი ,,მოხუცი ბავშვები’’ გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის თანამშრომლებმა და ბენეფიციარებმა მიიღეს. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დაიდგა. როგორც პანსიონატში ამბობენ, სპექტაკლი 5 თვეში დაიდგა და მასში მონაწილეობას 10-მდე ბენეფიციარი იღებდა. ღონისძიებას ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების, ქუთაისის საკრებულოს, სოციალური მომსახურების და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ხანდაზმულთა პანსიონატში აცხადებენ, რომ ეს უკვე მეორე სპექტაკლია და მომავალშიც იგეგმება მსგავსი ღონისძიებების გამართვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)