|
2015-02-20 14:13:58, 728 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ ვებგვერდი განაახლა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი ვებგვერდი აქვს, რომელიც მომხმარებლებს უფრო მეტ შესაძლებლობას ეტაპობრივად შესთავაზებს. საიტს ინტერაქტიური გამოკითხვისა და დოკუმენტების შედარების ფუნქციები დაემატება, რაც მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა. ვებგვერდი ვიზიტორებს გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობს. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელთა ინგლისურ ენაზე თარგმნასაც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ გეგმავს. მომხმარებელი თავად აირჩევს, რომელი თარგმანი უნდა შესრულდეს პირველ რიგში. ნორმატიული აქტი, რომელიც ხმების უმრავლესობას დააგროვებს, მთარგმნელობით ცენტრს გადაეცემა, საიტზე კი დაიდება ვადები, თუ როდის დასრულდება მუშაობა დოკუმენტის თარგმნაზე. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს პროცესს და გააკონტროლოს სამუშაოს შესრულების ვადები. რაც შეეხება უკვე ნათარგმნ ნორმატიულ აქტებს, 97 დოკუმენტის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის. კიდევ ერთი სიახლე, რასაც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ მომხმარებელს შესთავაზებს, ორი კონსოლიდირებული დოკუმენტის შედარებაა − ორ ფანჯარაში გახსნილი დოკუმენტების პარალელურად დათვალიერების შესაძლებლობა, რის საშუალებასაც ვებგვერდი იძლევა, მნიშვნელოვნად აადვილებს დოკუმენტებზე მუშაობის პროცესს. საიტის კიდევ ერთი სიახლე ონლაინკონსულტაციაა. სულ მალე მომხმარებელს შეეძლება, დაუკავშირდეს ოპერატორს და მისთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში ონლაინჩატში მიიღოს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ბეჭდვითი ორგანოა, რომელიც 1998 წელს დაარსდა და 2010 წლის ჩათვლით ბეჭდური სახით გამოიცემოდა. 2011 წლიდან ის მომხმარებელს ყველასათვის ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს − matsne.gov.ge − სთავაზობს, სადაც მოქალაქეს შეუძლია, იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები. სწორედ „matsne.gov.ge“-ზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)