|
2016-04-15 15:03:57, 1267 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფო" ტერაქტების მორიგ სამიზნედ ბრაზილიას ასახელებს
ბრაზილიის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით "ისლამური სახელმწიფო" ტერაქტებს ბრაზილიაში გეგმავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც მედია საშუალება უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთი ბოევიკი მაკსიმ ოშარა ბრაზილიას მორიგი ტერაქტების ადგილად ასახელებს. მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება ტერაქტს ოლიმპიური თამაშების დროს გეგმავს, რომელიც ბრაზილიაში ზაფხულში ჩატარდება. როგორც ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ტერორისტული აქტების საშიშროება ბრაზილიაში გაიზარდა, მას შემდეგ რაც ევროპაში ტერორისტული აქტების სიხშირემ მოიმატა. მისივე თქმით, ბევრი ბრაზილიელი "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა საფრანგეთმა ბრაზილიას პოტენციური ტერორისტების სია უნდა გადასცეს. ეს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხო ჩატარების საშუალებას მისცემს. ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების უსაფრტხოებას, 85 ათასი ადამიანი, მათ შორის 47 ათასი პოლიციელი და 38 ათასი ჯარისკაცი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 2 ჯერ აღემატება წინა ოლიმპიურ თამაშებს. თამაშები რიო დე ჟენეიროში 5-დან 21 აგვისტომდე ჩატარდება.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)