|
2016-04-15 13:31:35, 613 ნახვა
საზოგადოება
SilkTV-ი „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის ჩვენებას იწყებს
სილქნეტი მსოფლიო პრემიერის კვალდაკვალ, საქართველოს მასშტაბით, გახმაურებული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ რეტრანსლირებას იწყებს. კინო მოყვარულებისთვის კომპანიამ ახალი არხები A-Media Premium, A-Media Hit და A-Media1 შეიძინა, სადაც HBO; Showtime; CBS; Starz; FOX; Sony; Fremantle; ABC; BBC; ТНТ; Cinemax; The CW სტუდიების კინო-პროდუქციის ჩვენება მიმდინარეობს. სილქნეტის სატელევიზიო სერვისის მომხმარებლებს მომსახურების პაკეტებში არხების რაოდენობა მნიშვნელოვნად ეზრდებათ და პერიოდულად განახლდება თითოეული პაკეტი. 15 აპრილიდან „ლაით“ პაკეტს ემატება ორი ახალი არხი «A-Media Premium HD» და «A-Media1», მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სასურველ ენაზე (რუსული/ ინგლისური). მიადევნოს თვალი მსოფლიო პრემიერებს. ამავე პაკეტის მომხმარებელი გასართობი არხის «Сарафан»-ის მაუწყებლობით ისარგებლებს. თემატურ პაკეტს „კინო“- მრავალფეროვანი კინო პროგრამით შეუერთდება A-Media ჯგუფის ფილმებისა და სერიალების კიდევ ერთი არხი «A-Media Hit». როგორც კომპანიაში აცხადებენ, სილქნეტის კინომოყვარულ მომხმარებელს მსოფლიო კინოინდუსტრიის საუკეთესო ფილმების პრემიერები ელის. 17 აპრილიდან იწყება HBO ახალი სერიალი «კონფირმაცია», რომელიც 1991 წლის პოლიტიკური სკანდალის ისტორიაზე მოგვითხრობს და გახმაურებულ გამოძიებას ეხება. მთავარ როლში სერიალ „სკანდალის“ მსახიობი ქერი ვაშინგტონი მონაწილეობს. 25 აპრილიდან-27 ივნისის ჩათვლით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონს მიადევნოს თვალი. ვინც სერიალს „სილიკონის ველს“ ადევნებს თვალს, მე-3 სეზონი სტარტს უკვე 25 აპრილიდან აიღებს. ასევე იგეგმება Power მე-3 სეზონი (ძალაუფლება ღამის ქალაქში) მსოფლიო პრემიერის ჩვენება.
(R)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)