|
2016-04-14 19:03:03, 592 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე 5 კანდიდატი დარეგისტრირდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე ხუთი კანდიდატის განცხადებაა შესული. თავდაპირველად შვიდი კადიდატი ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 18:00 საათზე ამოიწურა. კომისიის გადაწყვეტილებით ორმა მათგანმა, ინესა მერაბიშვილმა და მერაბ ელიაშვილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი ნორმა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით ვერ დააკმაყოფილეს. არჩევნები 20 აპრილს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. „დღეს დღის პირველ ნახევარის ჩათვლით ჩვენ მიღებული გვქონდა მხოლოდ ოთხი განაცხადი. ამ ოთხი განაცხადიდან საარჩევნო კომისიამ ორ პიროვნებას ასაკობრივი ცენზის გამო უთხრა უარი კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნაზე, ხოლო დანარჩენი ორი დაარეგისტრირა კანდიდატად. დღის მეორე ნახევარში კანცელარიამ მიიღო კიდევ სამი განაცხადი. კენჭისყრა დანიშნულია 20 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომისიას შედეგების დათვლისთვის და გამოქვეყნებისთვის დადგენილი აქვს 24 საათიანი ვადა“,-განაცხადა თბილისის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატიშვილმა. კანდიდატების განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტეტი უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებისთვის მომზადება იქნება. კანდიდატები ასევე ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ავტონომიისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოხდეს. „გადასახედია ჩვენი მიდგომა ავტონომიის მიმართ. აქამდე ავტონომია ჩვენთან გაგებული იყო, როგორც ერთგვარი ფეოდალური შეუვალობა. ვინც იყო უფროსი მას ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ის, რაც მიაჩნდა საჭიროდ. მე მგონია, რომ ჩვენ პირიქით უნდა გავაკეთოთ, ავტონომია უნდა დაეფუძნოს სტუდენტის და რექტორის აკადემიურ თავისუფლებას“,-განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან გორდეზიანმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)