21:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:16:56, 656 ნახვა

საზოგადოება
Silk TV-ს „საშინაო სკოლის“ ინტერაქტიული სწავლების მეთოდით 10 000 ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

უკვე მეხუთე წელია „სილქნეტი“ მომხმარებელს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტ საშინაო სკოლას თავაზობს. მასში შესულია 1–დან მე–12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილები, რომელიც ექსკლუზიურად სილქნეტის სატელევიზიო სერვისის ნაწილია.

„საშინაო სკოლა“ მოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა–ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილებს.    მომხმარებელი ირჩევს სასურველ საგანს, კლასს, შესაძლებლობა აქვს დააპაუზოს და გადაახვიოს თემა. თითოეული ვიდეო 15–20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება, ასევე შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი მასალის 2 თვეში გადამეორება.

მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას მისცემს  დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, პულტის მეშვეობით, მოძებნოს სასურველი საგანი და თემა  და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა და ასევე გაიაროს განვლილი მასალა.  პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. განსაკუთრებით სასკოლო გამოცდების დროს, როცა სრული მასალის გადამეორება ესაჭიროება მოსწავლეს. SilkTV-ის „საშინაო სკოლის“ სერვისი  ყველაზე ხელმისაწვდომი „რეპეტიტორია“ და გარდა იმისა, რომ ცოდნის ათვისების პროცესს ამარტივებს, მნიშვნელოვნად ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს.

სილქნეტმა თანამედროვე ყოფას მოარგო სასკოლო განათლების მიღების  პროცესი. კონტენტს 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჰყავს ათი ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი.  პროექტში ჩართულია საგანგებოდ შერჩეული 50-მდე პედაგოგი. 

ამ სერვისის მისაღებად საჭიროა SILK TV-ის მაუწყებლობით სარგებლობა. მიუხედავად მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტისა, „საშინაო სკოლა“  ხელმისაწვდომია ყველა აბონენტისთვის უფასოდ. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics