|
2016-04-14 13:54:55, 724 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ირანთან ელექტროენერგიით ვაჭრობას გეგმავს
საქართველო ირანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინსიტრმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას სანქციები მოეხსნა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მოხარული ვარ, თუ ჩვენ შევძლებთ სრულყოფილად განვახორციელოთ იგი. ეს ითვალისწინებს ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას ირანის მიმართულებით. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას სანქციები მოეხსნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის რესურსები და შესაძლებლობები. დღეს ჩვენ ელექტროენერგიით ვაჭრობა გვაქვს თურქეთის მიმართულებით; ასევე პატარა მოცულობებით, თუმცა მაინც ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა სომხეთთან; ჩვენ გვაქვს ძალიან მჭირდო, კარგი ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ უფრო გავაძლიერებდით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის კუთხით გარკვეულ პროექტებს“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზი უფრო მეტი მოცულობების გატარების საშუალებას არ იძლევა. „თუმცა ჩვენ როგორც ვიცით, სომხეთი მუშაობს ახალი ლექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მშენებლობის პროექტზე, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ პროექტის განხორცელების შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ინვესტორებს მივცეთ საშუალება, რომ განახორციელონ ვაჭრობა არამარტო თურქეთის მიმართულებით, არამედ სომხეთის გავლით ირანის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)