|
2016-04-14 13:46:28, 1364 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახდა
უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან არსენი იაცენიუკი გაუშვა და მის ადგილზე რადას სპიკერი, ვლადიმერ გროისმანი დანიშნა. რადამ აღნიშნული გადაწყვეტილება 257 დეპუტატის გადაწყვეტილებით მიიღო, მაშინ როცა, გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საკმარისი. შეგახსენებთ, რომ კვირას, არსენი იაცენიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი ფრაქცია "სახალხო ფრონტი" კოალიციაში რჩება. იაცენუკის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის მცდელობა არსებობდა, რომლის მიზანიც, მისი თანამდებობიდან წასვლა იყო. იაცენუკს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს პრემიერობიდან წასვლის შემდეგ. პრემიერის გადადგომა, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადაგომას ნიშნავს. პრემიერი და მინისტრები ახალი მთავრობის დამტკიცებამდე შეასრულებენ მოვალეობებს.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)