03:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 18:25:12, 537 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ ტორსს შეხვდა

საქართველოს  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლემა კომისარმა საქართველოს პრეზიდენტს ოსური მხარის მადლობა გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლის აღდგენის გამო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე გაიხსნა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსური ურთიერთობების ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი - აფხაზეთის ვირტუალური არქივი, სადაც ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს შეუძლიათ მოიძიონ ისეთი საარქივო ინფორმაცია - ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც თბილისში ინახება.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან ეროვნული უმცირესობები. ეს არის ენისა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის  საკითხი.

„პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო ის მიმართულებები, რომელზეც მუშაობს ხელისუფლება და შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობები იყვნენ არა მხოლოდ ამომრჩევლის როლში, არამედ იქნენ არჩეულნიც საკანონმდებლო ორგანოში" , - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, სოფიო შამანიდი და კახა კოჟორიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics