|
2016-04-13 15:04:19, 489 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: NDI-ს კვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე მუშაობს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თამაზ მეჭიაურის აზრით, NDI-ს კვლევები რეალურ სურათს არასოდეს ასახავდა და ახლაც ასეა. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამ კვლევაში ერთადერთი რაც რეალობას ასახავს არის ის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას - 61%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს. „მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი NDI-ს გამოკითხვებს, იმდენად რამდენადაც მათი გამოკითხვის შედეგები ახლოსაც არ მისულა არჩევნების შედეგებთან. მათ შორის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული კვლევები. მაქვს სრული საფუძველი ვივარაუდო, რომ ისინი არიან მიკერძოებულები. გამოკითხვის შედეგები მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე“, - აცხადებს მეჭიაური. მისივე შეფასებით, გამოკითხვაში არის რაღაც ისეთი, რისი გამოყენებაც ყველა პოლიტიკურ ძალას შეუძლია. „ეს არის ზუსტად ის 61% რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა. ეს არის სწორი მაგ გამოკითხვებში. ობიექტური გამოკითხვების დროსაც ანალოგიური შედეგებია ხოლმე ამ ნაწილში. ამ სეგმენტთან მუშაობა საინტერესოა, ვინ როგორ მოახერხებს ჯერ ხალხის დაინტერესებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და მერე უკვე შესთავაზონ თავისი თავი. ეს დამოკიდებულია საარჩევნო კამპანიაზე და იმ კონფიგურაციაზე, რასაც საარჩევნოდ პოლიტიკური ძალები შესთავაზებენ ამომრჩეველს. ამის შემდეგ მოხდება იმ ელექტორატის გააქტიურება, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას, ან საერთოდ მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას“, - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, NDI-ს კვლევის თანახმად 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. კერძოდ, კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)