|
2016-04-12 22:26:12, 1257 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე: ეს არ არის ჩემი ადგილი
"ეს არ არის ჩემი ადგილი" - ასე შეაფასა გადაცემა "არჩევანში" ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის შეთავაზებული თანამდებობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე. სააკაშვილის თქმით, მას სურს იმუშაოს იქ, სადაც საქმე ხალხისთვის კეთდება. "პრეზიდენტის შემდეგ ეს მეორე თანამდებობა იყო. ამ თანამდებობაზე მყოფი პირი მართავს ათობით მილიარდობით თანხას. მილიარდერობა რომ მდომოდა ასე კი არ ვიქნებოდი. ეს არ არის ჩემი ადგილი. მე მინდა, ვიმუშაო იქ, სადაც საქმე კეთდება ხალხისთვის. პრეზიდენტს შეუძლია მილიარდების გაკეთება, მაგრამ არ შეუძლია ისეთი რეფორმების გატარება, როგორც მე ვისურვებდი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილმა დავით საყვარელიძის მოხსნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის უკრაინაში მეგაპოპულარობით სარგებლობს და მისი მოხსნა კაპიტულაციას შეადარა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)