02:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 19:38:49, 431 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი შეაჯამა. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოში ახალი არაბული ინვესტიციები განხორციელდება.                                          

"დღეს შედგა აბუდაბის ტახტის მემკვიდრესთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. ვისაუბრეთ კონკრეტულად მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე, კონკრეტულ პროექტებზე. უახლოეს მომავალში შედგება ვიზიტი, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. გუშინ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და ჩვენს ბიზნესმენებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი ინვესტიციები ამ ქვეყნიდან საქართველოს რამდენიმე სექტორში.  ასევე ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგია,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემირ-მინისტრი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქართულ დელეგაციასთან ერთად გუშნ გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს სტუმრობდა სადაც საინვესტიციო შეხვედრას დაესწრო და პლენარულ სესიაზე „global leaders debate",-ე სიტყვით გამოვიდა.

კვირიკაშვილმა მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის შემუშავებული ახალი ინიციატივები გააცნო.

დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები, უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics