07:11 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 21:05:58, 471 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძეს იმედი აქვს, რომ პუტინი დაინტერესდება ქართული ღვინის სანქცირების საკითხით

ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, – ამის შესახებ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსულ მხარესთან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ღვინის კომპანიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.

„ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლებსაც აპირებენ, რომ დაასანქცირონ“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics