07:11 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 21:01:22, 457 ნახვა

პოლიტიკა
უეფა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) ევროპა ლიგის შეხვედრებზე – „მარსელსა“ და სოფიის „ლევსკის“, ასევე „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

უეფა ძალადობის ფაქტებს მკაცრად გმობს და აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ იუწყება.

„უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის მძიმე შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებიც 2026 წლის 26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩების დროს მოხდა.

ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი ფეხბურთში არ არის. უეფა-ს ტურნირები პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება.

აღნიშნულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფა-ს წესდებით განსაზღვრულ მიზანს, რომელიც საფეხბურთო მატჩების მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით ჩატარებას გულისხმობს.

უეფა-მ ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ და, უეფა-ს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას შეისწავლიან.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics