|
2016-04-12 12:28:25, 439 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიებში საქართველოში რუსი დიპლომატების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა
“ჟენევის დისკუსიებში საქართველოში რუსი დიპლომატების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა”, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში რუსი დიპლომატების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ჟენევის დისკუსიებში საუბარი ოკუპირებულ ტერიტოერიბზე არსებულ ვითარებას ეხება. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხისთვის აბაშიძე-კარასინის ფორმატი არსებობს. „ჟენევის დისკუსიებში ჩვენ ცალსახად, მხოლოდ და მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამასთან დაკავშირებით შექმნილ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელიც ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს. სხვა საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არ განიხილება. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამგვარ ინიციატივებზე არ ყოფილა საუბარი, ამისთვის არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ყველა შემთხვევაში, ჩვენი შეფასება გვაქვს რუსეთთან, რომელიც არის ცალსახა - საქართველო არასოდეს არ შეეგუება ოკუპაციას. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით“, - აღნიშნა ციხელაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საქართველოში რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა მზარდი რაოდენობის გამო, შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოვებას სთხოვს. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ოფიციალურ მოსკოვს სურს, საკონსულოს თანამშრომლების რიცხვი გაზარდოს. "განვიხილეთ საკითხები, დაკავშირებული იმ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასთან, რომელსაც შვეიცარია ასრულებს. ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ჩვენთან კი საქართველოს ინტერესებს. მადლობა გადავუხადე შვეიცარიელ კოლეგას ამ მანდატის მუდმივად კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისთვის, ასევე იმის გამო, რომ ჟენევაა მასპინძელი კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე დისკუსიების. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები" - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით, მოსკოვი საქართველოში ყველა სახის ვიზებს გასცემს, გარდა ტურისტულისა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)