|
2026-11-22 13:53:05, 357 ნახვა
საზოგადოება
6 ადამიანი ვისაც ვგლოვობთ
19 ნოემბერს, დილით, თბილისში, რუსთავის გზატკეცილის №16-ში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. წინასწარი ვერსიით, აფეთქება გამოიწვია ბინაში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა 31 წლის მამაკაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა. 38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის შვილი ნუცა ფხალაძე ნინო ჭელიძეს ხუთი შვილი ჰყავდა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე სამი მათგანი სკოლაში წავიდა. ნინო სახლში ნუცასა და სამი წლის თაიასთან ერთად დარჩა. ნინო და ნუცა დაიღუპნენ. თაიამ ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა. მაშველებმა ის ცოცხალი ამოიყვანეს. ნინო ჭელიძე გლდანში, მაღაზია SHOP MARINA-ში მუშაობდა. „მშვიდობით, ნინო, მუდამ ჩვენს გულში იქნები“, - დაწერეს მისმა თანამშრომლებმა. 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი ექვსი წლის შვილი არიანა რისტიჩივერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი კაზინო Grand Bellagio-ში მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობდა. თანამშრომლები მას გულწრფელ და საქმისადმი თავდადებულ კოლეგად იხსენებენ. არიანა თბილისის 58-ე საბავშვო ბაღში დადიოდა. ბაღის თანამშრომლები მას იხსენებენ როგორც სიცოცხლით სავსე, თბილ ბავშვს. „ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“, - დაწერა არიანას ბიძამ, დავით ვანიშვილმა. 55 წლის ლალი შიშმანაშვილილალი (ლამარა) შიშმანაშვილი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს მასთან მისი ტყუპი ქალიშვილებიც იყვნენ. დებმა შენობიდან გასვლა შეძლეს. ლალი შიშმანაშვილი სოფელ იყალთოდან იყო. ფეისბუკგვერდზე „იყალთოს მატიანე“ თანასოფლელები იხსენებენ, რომ ის სიყვარულზე წერდა ლექსებს. 28 წლის ჯაბა საყევარაშვილიჯაბა საყევარაშვილი „საქართველოს ფოსტაში“ კურიერად მუშაობდა. კოლეგები მას პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე ადამიანად იხსენებენ. „ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია“, – წერს „საქართველოს ფოსტა“.
ფოტოკოლაჟი: ზედა ნაწილში - ჯაბა საყევარაშვილი, ნუცა ფხალაძე და ნინო ჭელიძე, ქვემოთ - ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი, არიანა რისტიჩი და ლალი შიშმანაშვილი
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



