18:35 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 13:49:54, 357 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ მდინარაძეს სექტემბერში დანიშნული სახელმწიფო დაცვა მოუხსნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.

მდინარაძეს დაცვა მთავრობის 8 სექტემბრის განკარგულებით დაენიშნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ის უნდა დაეცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.

20 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი განკარგულებით ძველი დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას და „პრინციპში, პოლიტიკასაც“ ტოვებდა. მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლები იყო გასული. მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკაში გატარებული ათი წლის შემდეგ დასვენება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სურდა. საქმიანობის გაგრძელებას ის კერძო სექტორში აპირებდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics