|
2026-11-22 10:38:32, 770 ნახვა
საზოგადოება
დიდ გამოსვლაზე განაწყენებულმა კირილემ 4 ეკლესიის მეთაური მოიხსენია, ვინც მის იუბილეს ესწრებოდნენ, არ მოიხსენია შიო მესამე
განაწყენებულმა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ დიდ გამოსვლაზე მხოლოდ 4 ეკლესიის მეთაური მოიხსენია. გუნდიაევმა (პატრიარქის გვარი) არ მოიხსენია არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური შიო მესამე. როგორც მსოფლიო საეკლესიო სიახლენი წერს, 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის 80 წლის იუბელესადმი მიძღვნილ წირვაზე ადგილი ქონდა ლიტურგიკულ დარღვევას, სადაც მწირველ პირველიერარქს ანტიოქიის პატრიარქ იოანეს, პატრიარქმა კირილემ ნება არ დართო დიდ გამოსვლაზე მსოფლიო ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების, რასაც ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განსაზღვრავს. დიდ გამოსვლაზე უპირატესის ნაცვლად დიპტიხი კირილემ წაიკითხა, სადაც მხოლოდ იმ ეკლესიათა მეთაურები მოიხსენია რომლებიც მოსკოვში მის იუბილეზე ჩავიდნენ (ანტიოქიის პატრიარქი, იერუსალიმის პატრიარქი, სერბეთის პატრიარქი და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი) აღსანიშნავია რომ მოსკოვს ევქარისტია 4 ადგილობრივ ეკლესიასთან აქვს გაწყვეტილი (მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის საპატრიარქო, კვიპროსის ეკლესია და საბერძნეთის ეკლესია) რომელთა მეთაურებს ისედაც არ იხსენიებს, მაგრამ ამ ჯერად კირილემ არც საქართველოს, არც რუმინეთის, არც ბულგარეთის, არც ალბანეთის, არც პოლონეთის და არც ამერიკის ეკლესიათა მეთაურები არ მოიხსენია.
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



