|
2026-11-22 10:19:50, 793 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი თეოდორე პატრიარქ კირილეს - ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი ადამიანის აღიარება, ვინც არ არის ხელდასხმული და ჩვენ არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას
მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შეხვდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს, 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას მოსკოვში ვიზიტისა და მისი უწმინდესობის 80 წლის იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობის მოწვევისთვის. „თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყოველთვის ვიცავდით და გავაგრძელებთ კანონიკური სამართლის დაცვას. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ისეთი ადამიანის აღიარება, ვინც არ არის ხელდასხმული და ჩვენ არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას“, - დაარწმუნა მიტროპოლიტმა თეოდორემ. „ძალიან გვიხარია, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ასე მტკიცედ დგახართ მართლმადიდებლობის მხარეს და ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ“. 2019 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ტომოსის გაცემის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს საკითხზე ოფიციალური დადგენილება არ მიუღია. საპატრიარქოში წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, დოკუმენტს სწავლობენ და ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. სინოდის წევრებს შორის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს — მღვდელმთავართა ნაწილი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, ნაწილი კი მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციას იზიარებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



