00:43 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 20:05:02, 413 ნახვა

ევროპის ამბები
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ

„როიტერის“ ცნობით, დანიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. სააგენტოს ცნობით, კოპენჰაგენმა პარასკევს ევროპელ მაღალჩინოსნებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისა და 29 ქვეყნისგან შემდგარი შენგენის ზონის ტერიტორიაზე რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარების შეწყვეტის წინადადებას სთავაზობდა. დანია ოფიციალურად წარადგენს თავის წინადადებებს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე ბრიუსელში, 23 ნოემბერს. „ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ევროპულ ძალასა და მტკიცე გადაწყვეტილებას აჩვენებს“, - ნათქვამია ნოტაში.

ეს მიმართვა მას შემდეგ გაკეთდა, რაც დანიის ხელისუფლებამ სექტემბერში განაცხადა, რომ მათ ამერიკელ-უკრაინელ რეპერ ალბერტ ვასილიევზე (Kiyvstoner) მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს, რომელიც შესაძლოა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა, ინციდენტი მიუღებლად მიიჩნია, ხოლო კოპენჰაგენმა რუსი სამხედრო ატაშეს გაძევების შესახებ განაცხადა. ნოტაში დანიამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რუსებისთვის ძირითადად ეროვნული ვიზები გასცენ, რომლებიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისთვისაა ძალაში და შენგენის ზონის დანარჩენ ნაწილში მოგზაურობის საშუალებას არ იძლევა, და უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ პირებზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ.

„ახლა არსებობს გადამწყვეტი მოქმედების მკაფიო იმპულსი და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ეროვნული ზომების ამჟამინდელი ფრაგმენტული სისტემა ჭეშმარიტად ერთიანი პანევროპული მიდგომით ჩავანაცვლოთ“, - ნათქვამია ნოტაში.

შაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც რუსული ჰიბრიდული თავდასხმების მსხვერპლნი არიან. მან თქვა, რომ ბლოკი მალე შემოგვთავაზებს „ახალ ევროპულ უსაფრთხოების სტრატეგიას“, რათა გააძლიეროს რუსეთის შეკავების უნარი.

ევროკომისია ასევე გეგმავს მალე წარმოადგინოს 22-ე სანქციების პაკეტი მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. განსახილველ ზომებს შორისაა ვიზების შეზღუდვები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics