00:43 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 18:53:57, 459 ნახვა

მამუკა მდინარაძის პარტნიორი გიორგი გელაშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს აღარ იკავებს

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობს აღარ იკავებს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე 2026 წლის 19 ნოემბერს დავით არდაზიშვილი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ გელაშვილი მამუკა მდინარაძის ყოფილი პარტნიორია. სტუდია მონიტორის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ისინი 2001 წელს თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლებად დასაქმდნენ, 2006 წელს კი დააფუძნეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანია". 2007 წელს მათ კიდევ ერთი სპს “მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი” დააარსეს,
2009 წლის ოქტომბერში მამუკა მდინარაძემ და გიორგი გელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამართლის მონიტორინგის ცენტრი" დააფუძნეს, 2015 წელს კი კიდევ ერთი ორგანიზაცია - შპს "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები".

სტატიის მიხედვით, მამუკა მდინარაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დაკავების შემდეგ, აპარატში დასაქმედნენ გელაშვილის მეუღლე და შვილიც. მას შემდეგ კი, რაც 2025 წელს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics