00:43 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 18:45:12, 354 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში გაზის აფეთქების გამო კორპუსიდან 15 ოჯახი გაიყვანეს - ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო

ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა კორპუსის მეხუთე სართული. მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, არის კონტაქტური. მისი თქმით, საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა, რომელთათვისაც სასტუმროები უკვე მოძებნილია. 

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას „საქორგგაზი“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, ოქტომბერში ჩატარებული გეგმიური შემოწმებისას ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს.

კომპანიის განმარტებით, აფეთქების გარემოებები გამოძიების ფარგლებში დადგინდება.

ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის N 50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმიური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!
გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.
თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 16 114, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დღეს, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics