00:43 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 18:43:36, 355 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში პროსახელისუფლებო მედია, ექსპერტები და ანონიმური გვერდები ჩაერთნენ

ვინ და რა მეთოდებით ცდილობს მიტროპოლიტ იობის დისკრედიტაციას? „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკის შემდეგ სასულიერო პირის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შესახებ „მითების დეტექტორი“ კვლევას აქვეყნებს.

მკვლევრების ინფორმაციით, მიტროპოლიტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიზუალებს, მანიპულირებულ ვიდეოკადრებსა და დასპონსორებულ პოსტებს. პროცესში ჩართული არიან ანონიმური ფეისბუქგვერდები, პროსახელისუფლებო მედია და ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები.

კვლევის თანახმად, გავრცელებული მასალების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიტროპოლიტ იობის მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებაა. 

11 ნოემბერს, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა. მან მოქმედ ხელისუფლებას „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ უწოდა, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე, ლუდომანიასა და ნარკომანიაზე, გაიხსენა ე.წ. სუსის კრებსები და გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მიტროპოლიტის განცხადებით, ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და საჭირო იყო ახლის არჩევა.

იობის კრიტიკულ განცხადებებს პროსახელისუფლებო აქტორებისა და ანონიმური ფეისბუქგვერდების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობები მოჰყვა. 

მთავარი მიგნებები

“მითების დეტექტორმა” მიტროპოლიტის წინააღმდეგ გავრცელებული მასალები გაანალიზა, რის შედეგადაც რამდენიმე მეთოდი გამოიკვეთა: 

  • AI ვიზუალის გამოყენება. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქ გვერდები „ნაცებს რაა?“ და „განულებული ოპოზიცია“ მიტროპოლიტის სააკაშვილთან აფილირებისა და მისი მდიდრული ცხოვრების შთაბეჭდილების შესაქმნელად AI-ით გენერირებულ ვიდეოსა და ფოტოს იყენებდნენ. 
  • ვიდეომანიპულაცია და კონტექსტის შეცვლა. ძველი ვიდეოკადრების მანიპულაციური შერჩევა და კონტექსტის შეცვლაც მიტროპოლიტის სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას ისახავდა მიზნად.
  • პირად მოტივებზე აპელირება. კომენტატორების ნაწილი იობის კრიტიკას პატრიარქის არჩევნების შედეგებსა და ეპარქიის ქონებრივ ინტერესებს უკავშირებდა. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ ვრცელდებოდა ვიზუალი, რომელიც  მიტროპოლიტის საკუთრებაში არსებულ მიწებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში განიხილავდა.
  • პოლიტიკურ მოტივებზე აპელირება. პროსახელისუფლებო აქტორები მიტროპოლიტის კრიტიკას ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართულ პოლიტიკურ მოწოდებად აფასებდნენ, ხოლო სასულიერო პირების პროტესტს სავარაუდო შეთქმულებას უკავშირებდნენ. 
  • დასპონსორებული შინაარსი. Meta-ს სარეკლამო ბიბლიოთეკის თანახმად, „განულებული ოპოზიციას“ იობის წინააღმდეგ მანიპულაციური მასალები დასპონსორებული ჰქონდა.

ვინ ჩაერთო კამპანიაში?

  • ფეისბუქ გვერდები და ანგარიშები: დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული იყვნენ, როგორც ანტიოპოზიციური, ანონიმური ფეიქსბუქ გვერდები („ნაცებს რაა?“, „განულებული ოპოზიცია“), ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი ანგარიში “ლიდერი 41” და სხვადასხვა პროფილის ფეისბუქ გვერდები ( „თბილისი ოცდაოთხი“, „მოძრაობა ძლევაი საკვირველი“). 
  • სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, რომლებიც საინფორმაციო მედიად პოზიციონირებენ: ახლა • Akhla, უსტარი • Ustari;  ახლადშექმნილი გვერდი  „Fact • ფაქტი“ და GEOmetria.
  • ყალბი ფეისბუქ ანგარიში: ქეთევან მიქიაშვილი,
  • სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედია: ტელეკომპანია „იმედი“; Rustavi 2 • რუსთავი 2; POSTV – ანალიტიკა.
  • სახელისუფლებო ექსპერტები, “ნეიტრალური საქართველოს”, “ხალხის ძალის” წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერები: გია აბაშიძე, დავით ჩიხელიძე, ბიძინა გიორგობიანი, თამთა მეგრელიშვილი, გოგა ხაინდრავა, ზაალ ანჯაფარიძე, ნიკოლოზ მეტრეველი, დავით ქართველიშვილი, ზაზა დობორჯგინიძე, გიორგი გამსახურდია, კახა ძაგანია; ირაკლი ლატარია, ფრიდონ ზოიძე.

ვრცლად კვლევა ნახეთ აქ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics