|
2026-11-20 22:12:33, 298 ნახვა
ევროპის ამბები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო აღჭურვილობის 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ გაზეთი „ევროპული პრავდა“ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. თანხები ევროპული სამშვიდობო ფონდიდან გამოიყოფა. გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის ახალი თავდასხმების ფონზე მიიღეს. „24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლა, კიევში რამდენიმე საელჩო დააზიანა და პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მშვიდობას ეძებს; მოსკოვის ქმედებები თავისთავად მეტყველებს. დღეს ჩვენ დამატებით 1 მილიარდ ევროს ვამტკიცებთ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად. უკრაინას შეუძლია ევროპის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რაც მის პოზიციას როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან გააძლიერებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა. თანხები 2027 წლის ბოლომდე დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის, რადარის სისტემებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. ევროკავშირი ამ თანხებს წევრი სახელმწიფოების მიერ 2026 წლის 25 სექტემბერს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ გამოყოფს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში სულ 6.6 მილიარდი ევროს მობილიზებაა გათვალისწინებული. ასევე, 20 ნოემბერს, ევროკომისიამ უკრაინას 7.9 მილიარდი ევრო გამოუყო ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც რუსეთის აგრესიის ომისგან თავის დაცვას აგრძელებს.
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



