00:33 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 18:32:02, 462 ნახვა

სამართალი
მე არ მივიღებ თქვენგან ამ ტონალობით ლაპარაკს და ხმის აწევას - საკონსტიტუციოზე ნადარაია და გვარამიამ იკამათეს

დღეს, 20 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე რევაზ ნადარაიასა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სხდომაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, დიალოგი შემდეგნაირად წარიმართა: 

  • ნიკა გვარამია: „ვალიდური არის თუ არა, მტკიცებულება აქ დგინდება ბატონო, სადმე სხვაგან, მოსამართლეების თავებში ან სათათბირო ოთახებში კი არა, აქ“.
  • მოსამართლე რევაზ ნადარაია: „კორექტულად, კორექტულად, ბატონო ნიკა! „მოსამართლის თავებში“ რანაირი მიმართვაა? მოსამართლეები წყვეტენ, მასე ილაპარაკეთ თქვენს თავზე მაშინ“.
  • ნიკა გვარამია: „უკაცრავად, მე არ მივიღებ თქვენგან ამ ტონალობით ლაპარაკს და ხმის აწევასაც. მე არაფერი არ მითქვამს. რა, „მოსამართლის თავებში“ შეურაცხყოფაა?“.
  • მოსამართლე რევაზ ნადარაია: „ასეთი ტონალობით ნუ ალაპარაკებთ სასამართლოს, შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს. კონტექსტი და ფორმა — რანაირად იყო „მოსამართლის თავებში“, ასე არ უნდა ელაპარაკოთ სასამართლოს. თუ ეს მისაღებია, თქვენზე ილაპარაკეთ“.

ამის შემდეგ გვარამიამ განმარტა, რომ სიტყვა „თავში“ გულისხმობდა იმას, რომ მსგავსი საკითხები არა ერთი ადამიანის პირადი მოსაზრებით („ტვინში“), არამედ საჯარო სასამართლო განხილვისას წყდება, და მოსამართლეს აგრესიულ განწყობაზე მიუთითა. რევაზ ნადარაიამ კი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის ჩაშლისა და ურთიერთშეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics