|
2026-11-20 16:26:10, 768 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიაქვთ
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებისა და კორპუსის ნგრევის ადგილას მოქალაქეები დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ჩამონგრეულ შენობასთან მოწყობილ სამგლოვიარო კუთხეში ადგილობრივებსა და მოქალაქეებს სანთლები, ყვავილები, ხატები, გარდაცვლილთა ფოტოები და სათამაშოები მიაქვთ. უმძიმეს ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს. კლინიკაში გადაყვანილია 31 წლის მამაკაცი (იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა), რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ასევე მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის ბავშვი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. მთავრობის განკარგულებით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



