00:33 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 15:36:50, 847 ნახვა

სხვადასხვა
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია

მეხანძრე-მაშველმა, ბექა დაუდაშვილმა 3 წლის თაიას ნანგრევებიდან ამოყვანისა და გადარჩენის ამბავი „იმედის დღეში“ გაიხსენა. მისი თქმით, ეს ემოცია დაუვიწყარია.

„ეს არის, როგორც საკუთარი შვილი ჩაიხუტო იმ მომენტში ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან ძნელია ამ ემოციის სიტყვებით გამოხატვა. სირთულე იყო ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. წარმოუდგენლად რთული გამოსაყვანი იყო, რადგან ბავშვი ისე იყო მოყოლილი, რომ გამოყვანა გაჭირდა“, - განაცხადა მეხანძრე-მაშველმა.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებს გააჩნიათ ყველანაირი რესურსი და მსგავს სიტუაციებში სამოქმედოდ შესაბამისი სწავლება გაიარეს.

„გუშინ როდესაც შევედით ბავშვთან, ბავშვი არ იყო კონტაქტური. სახე ჰქონდა დაფარული, პარკი ჰქონდა და ცხვირიდან სუნთქავდა. სიტყვებსაც ვერ გადმოგვცემდა. ერთი პერიოდი იყო, რომ ფეხს ამოძრავებდა და ფეხიც არ გაგვიმოძრავდა, როდესაც შიგნით შევაღწიეთ“, - განაცხადა ბექა დაუდაშვილმა.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან გათავისუფლების შემდეგ, 3 წლის თაია დიდი ადამიანივით იქცეოდა.

„როდესაც მივედით, ცოტა წამოიტირა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა და ხმამაღლა ვერ ტიროდა, ვერ ახერხებდა ტირილს. შემდეგ, როცა გავუთავისუფლეთ, ცოტა ხანს წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა. მერე კონტაქტშიც შემოვიდა“, - აღნიშნა მეხანძრე-მაშველმა.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics