00:33 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 15:21:47, 791 ნახვა

პოლიტიკა
ნადარაია ივანიშვილის ხსენებაზე გაბრაზდა და კითხვა მოხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა ქართული ოცნების წევრებს ჰკითხა, ემიჯნებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 2024 წელს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ის ბოდიშის მოხდაზე საუბრობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ეს შეკითხვა მოხსნა.

"ეს შეკითხვა მოხსნილია. მოპასუხე მხარეს მოვუწოდებ, კითხვა-პასუხის რეჟიმი რაციონალურად, გონივრულად გამოიყენოს საქმის განხილვის მიზნებიდან გამომდინარე. პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური კითხვები, რომლებიც საქმესთან შემხებლობაში არაა და იმ ტიპის შეკითხვები, რაც პოლიტიკოსებს შეგიძლიათ, ერთმანეთს გარეთ, ნებისმიერ ფორმატში დაუსვათ, ასეთ პოლიტიკურ კითხვებს აქ ნუ დასვამთ". - თქვა ნადარაიამ.

ივანიშვილმა 2024 წელს შემდეგი განცხადება გააკეთა: - "როცა ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics