00:33 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 11:53:15, 1062 ნახვა

საზოგადოება
ნანგრევებიდან ამოყვანილი 11 წლის ბიჭის და 4 წლამდე გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება, 11 წლის ბიჭი და 4 წლამდე გოგონა.

მისივე ინფორმაციით, ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.

„ერთადერთი, რაც დღეს ამ პაციენტების მართვის პროცესს დაემატება, ფსიქოლოგიური დახმარებაა. რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც გვექნება ყველა ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდად და უსაფრთხოდ გავწეროთ პაციენტები სახლში, ისინი, ბუნებრივია, კლინიკას დატოვებენ. სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთადერთი დაზიანება მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა იყო. სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics