11:30 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 11:10:25, 212 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - არ არის არაფერი საშიში რუსეთთან საუბარში

ივანიშვილის წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილმა  გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მთავარი,  საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე,  საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა,  შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე,  არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი.  მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის,  რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია.

„ბოლო წლებში უნდათ,  რომ დანერგონ შიში დიალოგის, შიში საუბრის და სრული მიუღებლობა. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში.  არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი." - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი - არ არის არაფერი საშიში რუსეთთან საუბარში
ექიმი - აფეთქებისას დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ევროკავშირის წარმომადგენლობა ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე მწუხარებას გამოთქვამს
მოლდოვას პარლამენტმა წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინასთან სამხედრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics