13:15 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 12:37:03, 1041 ნახვა

საზოგადოება
თამაზაშვილი - სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი

ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - ამის შესახებ ადგილზე მისულმა შსს-ს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

„გვაქვს უბედური შემთხვევა, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში,ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, 4 პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა, ყველა კონტაქტურია. ასევე, სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებას. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია.- განაცხადა თამაზაშვილმა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა და დაგროვებაა.

 აფეთქება დილის 09:00 საათისთვის საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა, რასაც სადარბაზოს ჩამონგრევა მოჰყვა. ადგილზე გრძელდება აქტიური ძებნა-შველის სამუშაოები და მიმდინარეობს დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანს (4 ზრდასრულსა და 3 ბავშვს) ეძებენ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics