22:29 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 21:35:38, 225 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს

გაბედეს და რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს მაშინ, როცა კრემლი მიუხედავად საქართველოს შეჩერებული პროდასავლური კურსისა მაინც ითხოვს ჩვენ ოკუოირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და საზღვრების გავლებას. - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ.

აქუბარდია, გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში ოცნების მსჯელობას, ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ. 

"ქართული ოცნენა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე კითხულობს დაშვების დონეზე თქვენ რომ იყოთ ტერიტორიულ მთლიანობას აირჩევდით თუ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასო.
გაბედეს და რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს მაშინ, როცა კრემლი მიუხედავად საქართველოს შეჩერებული პროდასავლური კურსისა მაინც ითხოვს ჩვენ ოკუოირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და საზღვრების გავლებას. ესაა პარტია, რომელიც ბოდიშს უხდის ოკუპანტს, წირვას ქვეყნის სუვერენულ არჩევანს და კრემლის ენას იყენებს განცხადებებში. ყველაფერი იწერება და არავის დაავიწყდება ეს ყველაფერი!"- წერს აქუბარდია. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს
ყიფშიძის ქუჩაზე პირი მეორე პირს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მოკლა, ბრალდებულიც დაჭრილია
ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისმჯელა დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ
მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics