22:35 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 14:02:32, 646 ნახვა

კომენტარი
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება

თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„პროკურატურის განცხადებაში, პირდაპირ ტექსტში იკითხება, რომ ყალბი მოგონილი მტკიცებულებაა, თუ ვინმე განასხვავებს ბენზინს იმის მიხედვით, მანქანაში ჩასასხმელია თუ „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი, სასაცილო ისტორიაა. პირდაპირ ტექსტში რომ წაიკითხავთ, ამოვიღეთ ბენზინი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად იყოო ,და როგორ გაიგეს, ქიმიური ანალიზით დგინდება, რომ ეს „მოლოტოვის“ ბენზინია, მანქანის თუ, რა ვიცი, ა.შ. მოკლედ ძალიან მარტივია, აბსოლუტურად სწორად ითქვა, ეს არის ორკესტრირებული ქმედება, რომ შეიქმნას ვითომ საფუძველი პარტიის გასაუქმებლად. ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც გამოეკიდნენ, ახლა ეს არის „მოლოტოვის კოქტეილი“ რომლის ჩადება უნდოდათ. პირდაპირ ვამბობ, რომ ვერ ჩადებენ ამ „მოლოტოვის კოქტეილს“ და თუ კიდევ იქნება მცდელობები, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს „ქართული ოცნების“ პოზიციას. საკონსტიტუციო სასამართლოში, გასაგებია, რაც ხდება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის გამოვიყენებ სტრასბურგის სიტყვებსვე, რომლებსაც წერს ხოლმე ასეთ შემთხვევებში – ორკესტრირებული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია ყალბის ქმნაში, დემოკრატიის განადგურებაში და ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირად. თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის „ქართული ოცნება““, – განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს
ყიფშიძის ქუჩაზე პირი მეორე პირს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მოკლა, ბრალდებულიც დაჭრილია
ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისმჯელა დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ
მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics