22:35 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 12:49:17, 575 ნახვა

საზოგადოება
ღამით დასახლებულ პუნქტებში ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა

დასახლებულ პუნქტებში ღამით ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი ზღვარი 23:00-დან 08:00 საათამდე მოქმედებს.

ჯარიმები უცვლელია. ზღვრის გადაჭარბებისთვის მძღოლს 100 ლარით აჯარიმებენ და მართვის მოწმობაზე 10 ქულას აკლებენ. განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა 200 ლარია და მძღოლს 20 ქულა აკლდება, მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისას კი ჯარიმა 300 ლარია და მძღოლს 30 ქულა აკლდება. პოლიცია ხმაურს პორტატიული საზომი მოწყობილობით ამოწმებს.

 ხმაურის დონის მონიტორინგს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლები ISO 5130:2019 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირებული, პორტატული ხმაურმზომებით ახორციელებენ. გაზომვა ტარდება გაჩერებულ ავტომობილზე, მაყუჩიდან 0.5 მეტრის დაშორებით. 

 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედებული 80-დეციბელიანი შეზღუდვის შემდეგ, ავტომფლობელებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტისა და მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, ზღვრის 100 დეციბელამდე აწევის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

 მძღოლების თქმით, 80 დეციბელი ზედმეტად მკაცრი ნორმა იყო და ამ ზღვარს ბევრი ქარხნული სტანდარტის მქონე ავტომობილი თუ მოტოციკლიც კი აჭარბებდა. 

 აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ შემოწმების წესს, რომლის მიხედვითაც სტაციონარულ მდგომარეობაში მყოფი მანქანის მაყუჩიდან 0.5 მეტრში ხდებოდა გაზომვა. მათი შეფასებით, ეს სტანდარტი არასწორ შედეგებს იძლეოდა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს
ყიფშიძის ქუჩაზე პირი მეორე პირს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მოკლა, ბრალდებულიც დაჭრილია
ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისმჯელა დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ
მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics