|
2026-11-16 17:39:07, 323 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
სახალხო დამცველმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა. აპარატის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაერთიანების თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული დაცულობით ფასდება. პარტიების არსებობა აუცილებელია დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის, მათ წინააღმდეგ მიღებული ზომები კი გავლენას ახდენს როგორც გაერთიანების თავისუფლებაზე, ასევე დემოკრატიაზე. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიერ წამოჭრილი საკითხების დიალოგის, არაძალადობრივი გზით განხილვის შესაძლებლობა. "ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს და მათ უფლებებში ჩარევის საქმეებს განიხილავს კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიაწების თავისუფლება) საფუძველზე, მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შუქზე. თავის მხრივ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მათი გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის ფორმას წარმოადგენს; ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ისიც, რომ პარტიები გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროდან არ გამოირიცხებიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეროვნული ხელისუფლება მათ საქმიანობას კონსტიტუციურ წყობილებასთან შეუსაბამოდ მიიჩწევს." - ნათქვამია დოკუმენტში. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე განხილულია, თუ რა შემთხვევებში არის გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა დაშვებული:
"უკიდურესი ზომები, როგორიცაა მთელი პარტიის დაშლა/აკრძალვა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზულ შემთხვევებში გამართლდეს." - სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომა. დოკუმენტში წერია, რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის საქმეებში, გადამწყვეტია ის საკითხი, თუ რამდენად "აუცილებელია" შეზღუდვის დაწესება დემოკრატიულ საზოგადოებაში. "პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მხარი დაუჭიროს ქვეყანაში კაწონმდებლობის ან სამართლებრივი და კონსტიტუციური წყობილების შეცვლას ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: 1. ამ მიზნით გამოყეწებული საშუალებები უნდა იყოს კანონიერი და დემოკრატიული; და 2. შემოთავაზებული ცვლილებები უწდა შეესაბამებოდეს ფუნდამეწტურ დემოკრატიულ პრინციპებს; ამრიგად, პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც ახდეწეწ ძალადობის წაქეზებას აწ ადვოკატირებეწ პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრიწციპებს, მიმართულია დემოკრატიის მოსპობისკეწ ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფისკეწ, ვერ მოითხოვს კოწვეწციისგან მომდიწარე დაცულობას; [...] მხედველობაში მიიღება ასევე, თუ რამდენად შეიცავს პარტიის პროგრამა ძალადობისკენ, ამბოხისკენ ან დემოკრატიული პრინციპების სხვაგვარად უარყოფისკეწ მოწოდებებს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უშვებს, რომ პოლიტიკური პარტიის პროგრამა, შესაძლოა, ემსახურებოდეს მისი რეალური მიზნების დაფარვას - ამიტომ, საქმის განხილვისას, სასამართლო პარტიის პროგრამის შინაარსს ადარებს პარტიის ლიდერების პოზიციებს და მათ ქმედებებს. დასახელებული ორი ასპექტის ერთობლივად განხილვა მას აძლევს შესაძლებლობას, დაადგინოს პარტიის მიზნები და განზრახვები; იმის დასადგენად, თუ რამდენად "აუცილებელია" დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმა ან მისი დაშლა/გაუქმება დემოკრატიულ პრინციპებთან წიწააღმდეგობის მოტივით, სასამართლო აგრეთვე ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ასეთი ზომები "მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას." თავის მხრივ, მსგავსი საჭიროების არსებობა ფასდება შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით: 1. რამდენად არსებობს სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის საკმარისად მყისიერი; 2. მიეწერება თუ არა ლიდერთა სადავო ქმედებები და განცხადებები შესაბამის პოლიტიკურ პარტიას; და 3. ქმნის თუ არა პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნებული ქმედებები და განცხადებები ერთიან სურათს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საზოგადოების მოდელს, რომელსაც პარტია მხარს უჭერს და რომელიც შეუთავსებელია "დემოკრატიული საზოგადოების" ცნებასთან. საქმის შეფასებისას, სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ქვეყწის ისტორიულ კონტექსტსაც." - ნათქვამია განცხადებაში. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე განხილულია რელევანტური პრაქტიკა, საქმეები, სადაც დადგინდა და არ დადგინდა დარღვევა.
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



